ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის მთავრობა დემონსტრანტებს აფრთხილებს


დემონსტრაცია კიევში
უკრაინის პრემიერ მინისტრმა ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების მონაწილეები გააფრთხილა შეწყვიტონ დაძაბულობის ესკალაცია. ამ ფონზე, ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები და ევროპული სახელმწიფოები პოლიციის მიერ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ.

პრემიერ მინისტრი მიკოლა აზაროვი აცხადებს, რომ მთავრობა ტოლერანტულობას იჩენს, თუმცა დემონსტრანტებს აფრთხილებს, რომ კანონის დამრღვევები დაისჯებიან.

მომიტინგეებს კიევის ცენტრალურ მოედანზე კარვები აქვთ გაშლილი. ამერიკული ორგანიზაცია „ჰუმან რაიტს უოჩი“ მთავრობას მოუწოდებს გამოიძიოს პოლიციის მიერ მასის კონტროლის დროს გადაჭარბებული ძალის გამოყენების შემთხვევები.

უკრაინაში დემონსტრაციები 21 ნოემბრის შემდეგ დაიწყო, როცა უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა რუსეთთან ახლო კავშირების შენარჩუნების მიზნით.

XS
SM
MD
LG