ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა


მომდევნო 30 დღის განმავლობაში, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომაროება მოქმედებს. მიზეზი კორონავირუსის გავრცელების შეჩერებაა. გადაწყვეტილების შესახებ, ქვეყნის პრემიერ მინისტრმა მთავრობის შეხვედრის მიმდინარეობისას განაცხადა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

აქამდე საგანგებო მდგომარეობა უკრაინის მხოლოდ რამდენიმე რეგიონში და დედაქალაქში მოქმედებდა.

ამ დროისთვის, ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების 113, ხოლო გარდაცვალების 4 შემთხვევა ფიქსირდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG