ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში, ჟენევის შეთანხმების განხორციელება სიძნელეებს აწყდება


სლავიანსკი, 23 აპრილი, 2014
სლავიანსკი, 23 აპრილი, 2014
ეუთოს მისიის ხელმძღვანელის ასისტენტის განცხადება მოკლე იყო. ორგანიზაცია, გასულ კვირას, ჟენევაში მიღწეული შეთანხმების გატარებას ცდილობს, რომელმაც უკრაინაში არსებული კრიზისი უნდა დაარეგულიროს.

მარკ ეთერინგთონმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქალაქ სლავიანსკში სეპარატისტების ერთერთ ლიდერს, ქალაქის თვითგამოცხადებულ მერს ვიაჩესლავ პონომარიოვს შეხვდა.

მარკ ეთერინგთონი:
"ბატონ პონომარიოვთან ორი შეხვედრა დავასრულეთ. ის, ჩვენი ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების ერთერთი ლიდერია სლავიანსკში. ჩვენ განვიხილეთ, თუ რამდენად დააკმაყოფილებენ ეს ჯგუფები ჟენევის შეთანხმების პირობებს."

ბრიტანელი დიპლომატი ასევე დაინტერესდა იმ რვა დაკავებული ადამიანის ბედით, რომლებიც სეპარატისტებს ჰყავთ აყვანილი. სეპარატისტების განცხადებით, კვირას მომხდარი დაპირისპირების დროს, 6 უკრაინელი ულტრანაციონალისტი დაიღუპა. ხელისუფლების განცხადებით, სამი გარდაიცვალა და ახლა გამოძიება მიმდინარეობს.

ჟუენალისტებს, შეხვედრის შემდეგ არფერი უთხრეს, მათ შორის არც ის, თუ რა პროგრესია მიღწეული ან საერთოდ არის თუ არა ეს პროგრესი მიღწეული სეპარატისტებთან, რომ მათ სამთავრობო შენობები დატოვონ და განიარაღდნენ, ისე როგორც ამას ჟენევის შეთანხმება ითხოვს, რომელიც რუსეთს, უკრაინას, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის გაფორმდა.

მაგრამ ეჭვი, იმასთან დაკავშირებით, რომ პრობლემები ამ გზაზე იქნება კიდევ უფრო გამყარდა, განსაკუთრებით მას შემდეგ რავ ვიაჩესლავ პონომარიოვმა-საბჭოთა არმიის ყოფილმა ჯარისკაცმა განაცხადა, რომ უკანდახევაზე საერთოდ არ ფიქრობს.

პრესკონფერენციისას, რომელზეც პონომარიოვმა და მისმა მოკაშირეებმა ისაუბრეს, დამსწრე ჟურნალისტები გააფრთხილეს, რომ მათ აქტიურად აკვირდებიან და რომ სანამ კიევის ხუნტა რეგიონიდან არ გავა, მისი ხალხი სლავიანსკში სამთავრობო შენობების ოკუპაციას გააგრძელებს.

უკრაინის რუსულენოვანი რეგიონების მსგავსად, სლავიანსკში სეპარატისტები დაჟინებით აცხადებენ, რომ მოსკოვი არ უწევს არანაირ მხარდაჭერას პრო- რუსული ძალების დაუმორჩილებლობის მოძრაობას.

პონომარიოვმა განაცხადა, რომ კვირას მომხდარი თავდასხმების შემდეგ რომელიც სეპარატისტებით გამაგრებულ საგუშაგოზე მიიტანეს, მან რუსეთის პრეზიდენტს მიმართა დახმარებისა და იარაღის მისაღებად.

ჟენევის შეთანხმების თანახმად იმ სეპარატისტებს, რომლებიც დაკავებულ შენობებს დაცლიან, ამნისტია მიენიჭებათ. თუმცა არ შეიწყალებენ იმ ადამიანებს, რომლებსაც სერიოზულ დანაშაულში მიუძღვით ბრალი.

შეთანხმების თანახმად უნდა განიარაღდეს ყველა უკანონო დაჯგუფება. სამაგიეროდ, კიევი პირობას დებს, რომ რეიგონის მთავრობებს მეტ ძალაუფლებას მისცემს.

ამ ფონზე, უკრაინის ლიდერები რუსეთს პრო-რუსული დაუმორჩილებლობის წაქეზებაში ადანაშაულებენ და უკრაინის სადაზვერვო სამსახურებში ინფილტრაციასაც აბრალებენ სეპარატისტთა გაწვრთნის მიზნით.

უკრაინელი ლიდერები ასევე აცხადებენ, რომ რუსეთის საპროტესტო აქციებს ასპონსორებს. მოსკოვი უარყოფს ბრალდებებს.

ამავე ბრალდებებს უარყოფს კიდევ ერთი სეპარატისტი ლიდერი, ქალაქ დონეცკში. დონეცკი სლავიანსკიდან ასექვს კილომეტრში მდებარეობს. ვლადიმირ მარკოვიჩი, თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის პრეზიდიუმის სპიკერი ამბობს, რომ მისი ხალხი თერთმეტსართულიან შენობას მაშინ დაცლის როცა კიევში, ცენტრალური მთავრობა გადადგება და უკანდახევას არ აპირებს.

XS
SM
MD
LG