ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ეფლის“ აპლიკაციებში ანექსირებული ყირიმი რუსეთის ნაწილადაა შეყვანილი


ოფიციალური უკრაინა გმობს ეფლის გადაწყვეტილებას, საკუთარ აპლიკაციებში ყირიმი რუსეთის ტერიტორიად წარმოაჩინოს. "ეფლის" რუკასა და ამინდის პროგნოზის აპლიკაციაში, ნახევარკუნძული, რომლის უკანონო ანექსიაც რუსეთმა 2014 წელს განახორციელა, რუსეთის ნაწილადაა მითითებული.

ცვლილებები რუსი მომხმარებლისთვისაა თვალსაჩინო. რუსეთს გარეთ, მათ შორის, თავად ყირიმსა და უკრაინის დედაქალაქში, ეფლის მომხარებლებისთვის არ არის მითითებული, თუ რომელ ქვეყანას ეკუთვნის ნახევარკუნძულის ტერიტორია. ამ ინფორმაციის ნაცვლად, მხოლოდ შეცვლილი სასაზღვრო ხაზი ჩანს.

„აიფონი“ შესანიშნავი პროდუქტია, თუმცა, გთხოვთ, მიხედეთ მაღალ ტექნოლოგიებსა და გართობას. გლობალური პოლიტიკა არ არის თქვენი ძლიერი მხარე. ყირიმი უკრაინაა!“
ვადიმ პრისტაიკო, უკრაინის საგარეო საქმეტა მინისტრი

ეფლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა უკრაინის პირველი დიპლომატი. ვადიმ პრისტაიკო, "ეფლს" მოუწოდებს "გართობასა და ტექნოლოგიებს მიხედოს." საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გლობალური პოლიტიკა, "ეფლის" ძლიერი მხარე არ არის. პრისტაიკო ეფლის გადაწყვეტილებას "ტვიტერზე" გამოეხმაურა.

ცვლილების განხორციელების შესახებ, ეფლმა გადაწყვეტილება რუსეთთთან რამდენიმე თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო.

რუსეთის დუმისა და ოკუპირებული ყირიმის, ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლები, "ეფლის" გადაწყვეტილებას კანონზომიერად მიიჩნევენ და მიესალმებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG