აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ბრძოლების გამო, მილიონზე მეტ ადამიანს საცხოვრებლის დატოვება მოუხდა. ძალადობამ და ადგილგადანაცვლებამ ბევრი მათგანის, ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე გავლენა მოახდინა. ბავშვების მდგომარეობა განსაკუთრებით საგანგაშოა. მოხალისეები, მათ შორის ფსიქოლოგები, მათ დახმარებას ცდილობენ.
მაქსიმ მასლიუკს, ცოლთან და ხუთ შვილთან ერთად, 9 თვის წინ ლუგანსკიდან გაქცევის შემდეგ, კიევში ცხოვრობა უჭირს.
„ეს ძირითადად ჩემს ქალიშვილ დიანას ეხება. ის 14 წლისაა და თანატოლებთან შეგუება უჭირს. ეს იმიტომაც ხდება, რომ ის აღმოსავლეთიდანაა. ამის გამო ბავშვები მას აბრაზებენ, იმიტომ, რომ ამ ასაკში ბავშვები ძალიან სასტიკნი არიან.“
ამ ღონისძიების ორგანიზატორი, მოხალისეთა ცენტრის დამფუძნებელი ლესია ლიტვინოვა ამბობს, რომ იძულებით ადგილნაცვალ ადამიანებს ძალიან ბევრი მეამბოხეთა მხარდამჭერებად მიიჩნევს. ის და მისი ოჯახი ამ საქმეში ერთი წლის წინ, კიევის ცენტრალურ მოედანზე ჩაება, როცა თვითონ ორსულად იყო და აქტივისტობდა. ახლა პოლიციის სპეცრაზმთან შეტაკების სიმბოლოდ რეზინის ტყვიას ატარებს, რათა საკუთარ თავს შეახსენოს თუ რატომ ჩაება ამ საქმეში.
„ჩვენი თაობა ომის სიტუაციიდან ვერასდროს გამოვა. მნიშვნელობა არ აქვს როდის დამთავრდება. ის გულში და გონებაში მთელი სიცოცხლის განმავლობაში დარჩება.“
ცენტრი ახლად ადგილნაცვალ ადამიანებს არეგისტრირებს და შემოწირულ საკვებს, ტანსაცმელს და წამლებს ანაწილებს. მაგრამ ფსიქოლოგიური ტრავმა სულ უფრო შემაშოთებელი ხდება.
ოლგა, 6 შვილის დედა მარიუპოლიდან, ამბობს, რომ ცენტრი ყველაფერს ცდილობს, რათა ბოლო თვეების განმავლობაში ამ დროებით თავშესაფარში მყოფ ოჯახებს სტრესი შეუმსუბუქოს.
„დაძაბულობა იწყება, როცა კონფლიქტის ზონის დატოვება გიხდება და არ იცი სად იცხოვრებ და იმუშავებ. ეს აისახება არა მხოლოდ ბავშვების ფსიქოლოგიაზე, არამედ უფროსებზეც, რადგან მათ არ იციან, თავის შვილებთან ერთად სად იქნებიან.“
ოლგა ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს დაწესებულება გადატვირთულია და იდეალური არ არის, მოხალისე ფსიქოლოგებს დიდი დახმარების გაწევა შეუძლიათ. კოორდინატორი მარინა ბრესლავეცი ამბობს, რომ იმ ადგილნაცვალი ბავშვების წინაშე, რომლებმაც შეიარაღებული კონფლიქტი გამოსცადეს, შესაძლოა ბევრი გამოწვევა დადგეს.
„ბავშვებს დაძინების, ოთახში უფროსების გარეშე ყოფნის ეშინიათ. მათ ასევე აგრესიულობის მაღალი დონე აქვთ. ან საპირისპირო ხდება, აქტიური და ხალისიანი ბავშვები უეცრად იყინებიან.“
ფსიქოლოგიური კრიზისის სამსახურს, მთელს უკრაინაში 500 მოხალისე ჰყავს, მაგრამ პროექტის კოორდინატორი ვალენტინა ბუკოვსკაია ამბობს, რომ მეტი დახმარებაა საჭირო.
„მთავრობისგან საჭირო რაოდენობის დახმარებას არ ვღებულობთ. გვჭირდება რეაბილიტაციის სამთავრობო სტანდარტები, პროგრამები და დახმარება ადამიანებისადმი, რომლებიც გაჭირვებაში არიან