ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა რუსეთს კიბერთავდასხმებში ისევ ადანაშაულებს


უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლების ჰაკერებმა უკრაინის საზღვაო ძალების ვებგვერდი გატეხეს, რათა შავ ზღვაში მიმდინარე მრავალეროვანი საზღვაო წვრთნების შესახებ დეზინფორმაცია გაევრცელებინათ.

"საფრთხე ახლა აღმოფხვრილია და საზღვაო ძალების ვებგვერდი უახლოეს მომავალში აღდგება", - თქვა მან და დასძინა, რომ წარუმატებელი თავდასხმის სამიზნე გახდა თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდიც.

უკრაინა გამუდმებით ადანაშაულებს რუსეთს კიბერთავდასხმების სერიების ორგანიზებაში. თუმცა, მოსკოვი ყველა ამ ბრალდებას უარყოფს.

"საზღვაო ბრიზის" წვრთნებში 32 ქვეყანა მონაწილეობდა, მათ შორის ნატოს მოკავშირეები და პარტნიორები, ასევე შავი ზღვის ქვეყნების უმრავლესობა. წვრთნები 28 ივნისს დაიწყო მაშინ, როდესაც რუსეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობა იზრდება რუსეთ-ბრიტანეთს შორის ყირიმის სანაპიროებთან საბრძოლო ხომალდის ირგვლივ განვითარებული მოვლენების პარალელურად. წვრთნები 10 ივლისს დასრულდა.

წვრთნებში მონაწილეობას 32 საზღვაო ხომალდი, 5 000 სამხედრო, 40 საჰაერო ხომალდი და 18 სპეციალური და მყვინთავების ქვედანაყოფები იღებდა. რუსეთი ამ წვრთნების ჩატარებას ეწინააღმდეგებოდა და აცხადებდა, რომ აკვირდება სამხედრო ძალების გადაადგილებას. გასული თვის ბოლოს კი რუსეთის ძალებმა ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე თავდაცვის სისტემები გამოსცადეს.

რუსეთმა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულზე კონტროლი 2014 წელს დაამყარა. რუსეთი ასევე უჭერს მხარს სეპარატისტებს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში. ამ შეიარაღებულ კონფლიქტში 2014 წლის აპრილის შემდეგ 13 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG