ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი და პოროშენკო მეორე ტურში გადავლენ


ამ დრომდე, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ბიულეტენების ნახევარზზე მეტია დათვლილი. ლიდერობს ორი კანდიდატი - ესენი არიან მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პროშენკო და კომედიანტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ეს უკანასკნელი დათვლილი ხმების 30 პროცენტით ლიდერობს.

ყოფილი პრემიერ მინისტრი იულია ტიმოშენკო მესამე ადგილზეა, 13 პროცენტით.

თუ მონაცემები არ შეიცვალა, მაშინ ორ წამყვან კანდიდატს შორის მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.

ზელენსკიმ ჟურნალისტებთან თქვა, რომ ეს [არჩევნების დღე] იყო დიდი გამარჯვებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი. კომიკოსი მსახიობი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ცხოვრება ხელოვნებას წააგავს. იგი, ცნობილი სატელევიზიო სერიალის - „ხალხის მსახური“ გმირია. სიუჟეტის მიხედვით, ის მასწავლებელია, რომელიც მას შემდეგ, რაც მოსწავლემ მისი კრიტიკული მონოლოგი იუთუბზე გამოაქვეყნა, უეცრად პრეზიდენტი ხდება.

ამ ფონზე, პრეზიდენტი პოროშენკო ხმების მოსყიდვაშია ბრალდებული, ოპონენტების მიერ, მისი რეიტინგი კი მკვეთრად გაუარესებულია ქვეყნის ეკონომიკის ჩავარდნასთან ერთად. მისი კამპანიის ერთრთი დაპირება იყო ყირიმზე კონტროლის დაბრუნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG