ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქოლერის საფრთხე მარიუპოლში


უკრაინის ქალაქ მარიუპოლში, რომელიც რუსეთს აქვს ოკუპირებული, ქოლერის გავრცელების საფრთხეა. ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მარიუპოლში ქოლერის გავრცელების მაღალ რისკზე საუბრობდა მაისში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც. ლონდონის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მარიუპოლში თითქმის ვერ ხდება სამედიცინო სერვისების მიწოდება, მსგავსი პრობლემებია ხესონშიც.

დიდი ბრიტანეთი რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში სამედიცინო სერვისების მიწოდების აღდგენაში დახმარების გაწევას ცდილობს.

ოფიციალური კიევის ინფორმაციით, ქალაქ მარიუპოლის 80-90 პროცენტი სრულად არის განადგურებული. ქალაქი რამდენიმე თვის განმავლობაში რუსული ჯარის მიერ სხვადასხვა იარაღით იბომბებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG