ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპარლამენტის პრეზიდენტი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მომხრეა


რობერტა მეცოლა

"ევროპარლამენტი მხარს უჭერს უკრაინის მცდელობას, მოიპოვოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი" - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე.

ევროკავშირის წევრობის თაობაზე ე.წ. "სპეციალური სტატუსების" და განსხვავებული ფორმატების ძიების თაობაზე ისაუბრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. დმიტრო კულებას თქმით, უკრაინა დაიღალა ამგვარი ფორმატების ძიებით და მას სრული წევრობა სურს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ამ თვეში "ევროპის პოლიტიკური საზოგადოების" შექმნის იდეა წარმოადგინა, რაც გულისხმობს ახალი სტრუქტურის შექმნას, რომელიც ევროკავშირის წევრობის მსურველ სახელმწიფოებს ბლოკთან უფრო მეტი დაახლოების საშუალებას მისცემს.

"ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი დადასტურება, რომ უკრაინა ევროპული ინტეგრაციის პროექტის ნაწილია. და ასეთი დადასტურება მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მონიჭება იქნება", - თქვა კულებამ კიევში ფრანგ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.

XS
SM
MD
LG