ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი დღეს დონალდ ტრამპთან სავარაუდოდ გამოძიებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაჟონვაზე ისაუბრებს
საქმე ორშაბათს მანჩესტერში მომხდარ აფეთებას ეხება. ამერიკულმა მედიამ ბრიტანეთის სპეციალური სამსახურების მიერ ამერიკელი კოლეგებისთვის გაზიარებული ინფორმაცია მანამდე გამოაქვეყნა, სანამ ამას ბრიტანეთის მთავრობის წევრები გააკეთებდნენ.
ბი-ბი-სის თანახმად, ბრიტანეთის პოლიციის წარმომადგენლები უკიდურესად შეშფოთებულნი არიან ინფორმაციის გაჟონვის გამო და ამერიკელ კოლეგებს ტერორისტულ აქტთან დაკავშირებულ ცნობებს მანამდე აღარ გაუზიარებენ, სანამ ვაშინგტონისგან ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის მტკიცე გარანტიებს არ მიიღებენ.
ტერეზა მეი კი ბრიუსელში ნატოს სამიტის ფარგლებში თავისი ვიზიტის ხანგრზლივობას სავარაუდოდ მაქსიმალურად შეამცირებს. რადგან ქვეყანაში ტერორისტული აქტის განმეორების საშიშროება მისივე თქმით „ჯერაც კრიტიკულად მაღალია“.
Facebook Forum