ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს


დღეს დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ბრიტანელები თემთა პალატის წევრებს ირჩევენ. არჩევნები პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ აპრილში დანიშნა.

მეის განცხადებით, ეს ნაბიჯი აუცილებელი იყო, რათა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის პროცესი წარმატებით გაგრძელდეს და დასრულდეს. მეის თქმით, პარლამენტში მოსახლეობის მსგავსად, აზრთა სხვადასხვაობა არ მცირდება, ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგობამ კი შესაძლოა მთლიანად პროცესი შეაფერხოს და დააზარალოს. სწორედ ამ მიზეზით დაინიშნა ვადამდელი არჩევნები.

პალატის 650 წევრის ვინაობა სავარაუდოდ პარასკევს დილით გახდება ცნობილი. თემთა პალატის წევრებს პირდაპირი წესით, 5 წლის ვადით ირჩევენ. ბოლო მსგავსი არცევნები 2015 წელს ჩატარდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG