ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რას ნიშნავს ტერეზა მეის გადადგომა?


ტერეზა მეი
ტერეზა მეი

24 მაისს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ საკუთარი გადადგომის გადაწვეტილების შესახებ განაცხადა. ქვეყანას, რომელიც ე.წ. "ბრექსიტზე" - ევროკავშირის დატოვების ხელშეკრულებაზე ბრიუსელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, მეის გადაწვეტილება კიდევ უფრო დიდ ქაოსში მოაქცევს.

ტერეზა მეიმ პრემიერ-მინისტრის პოსტი მას შემდეგ დაიკავა, რაც 2015 წელს დიდმა ბრიტანეთმა რეფერენდუმით ევროკავშირის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, მეიმ ვერ მოახერხა შეესრულებინა დაპირება და ლონდონი გაერთიანებიდან გაეყვანა.

„მე მჯეროდა, რომ გაგრძელება სწორი იყო, მიუხედავად იმისა, რომ წარმატების შანსი მცირე იყო. თუმცა, ჩემთვის ახლა უკვე ნათელია, რომ ქვეყნისთვის საუკეთესოა ამ სამუშაოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა უხელმძღვანელოს“, - განაცხადა მეიმ.

მეის ემოციების დაფარვა გაუჭირდა. ხმა უკანკალებდა. ცრემლები ვერ შეიკავა.

„მე მალე დავტოვებ თანამდებობას, რომელზეც ყოფნა ჩემი ცხოვრების უდიდესი პატივი იყო - მემუშავა მეორე ქალ პრემიერ-მინისტრად, თუმცა, არა უკანასკნელ ქალ ლიდერად, ამ ქვეყანაში“, - თქვა მან.

2017 წელს, მეის გადაწვეტილება ჩაეტარებინა ვადამდელი არჩევნები, მას საპარლამენტო უმრავლესობად დაუჯდა. პარლამენტში მან სამჯერ ვერ მოახერხა საკმარისი რაოდენობის ხმების მოგროვება, რათა კანონმდებლებს მის მიერ ბრიუსელთან მოლაპარაკებული შეთანხმებისთვის მხარი დაეჭირათ.

საბოლოოდ, კონსერვატიულ პარტიაში ამან უკმაყოფილება გამოიწვია. ახალ ლიდერს ისინი 7 ივნისის შემდეგ აირჩევენ. პროცესს შესაძლოა ორი ან მეტი თვე დასჭირდეს.

„ნებისმიერი ლიდერისთვის სირთულეს წარმოადგენს ის, რომ თემთა პალატაში უმრავლესობა არ შეცვლილა“, - ამბობს ფაბიან ზულიგი, ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრიდან.

მეის ჩანაცვლებას, ათობით კონსერვატორი პარლამენტარი ეცდება. მათ უმეტესობას ბრიუსელთან უფრო მკაცრი ხაზის გავლება სურს.

„შანსები იმის, რომ ევროკავშირი მნიშვნელოვნად გადახედავს „გასვლის შეთანხმებას“, ნულის ტოლია. გამომდინარე იქიდან, თუ როგორი არაპოპულარულია ეს შეთანხმება დიდ ბრიტანეთში, შეთანხმების გარეშე დატოვების შანსები კი ძალზე მაღალია“, - აცხადებს ზულიგი.

ბევრი წამყვანი კანდიდატი ამბობს, რომ თუ ევროკავშირი დათმობებზე არ წავა, ბრიტანეთმა გაერთიანება შეთანხმების გარეშე უნდა დატოვოს. მათ შორისაა, ყოფილი საგარეო მდივანი და ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი პრემიერ-მინისტრობის პოსტზე ბორის ჯონსონი.

„მას კარგად იცნობენ იმ ხრიკებით, რასაც ის მიმართავდა „დატოვების“ რეფერენდუმის ბოლოს, ამომრჩევლის მანიპულაციისთვის. ამიტომ, ის ნამდვილად არ აღიქმება პოზიტიურ ფიგურად ბრიუსელში“, - განაცხადა ზულიგმა.

31 ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად, შანსები იმის, რომ ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმების გარეშე დატოვებს, იზრდება. მიმომხილველთა უმრავლესობა ამბობს, რომ ამას ბრიტანეთის ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა ექნება.

მეის, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრიტანეთში დაგეგმილი ვიზიტისას ივნისის დასაწყისში, კვლავ პრემიერის პოსტი ეკავება. ეს, სავარაუდოდ, პოლიტიკურ სცენაზე მისი ბოლო აქტი იქნება.

ტერეზა მეი ლიდერია, რომელმაც პოსტის დაკავებისას დადო დაპირება, რომ ის ბრიტანეთს რომელიც „ბრექსიტის“ შესახებ გაიყო, გააერთიანებდა, თუმცა, ის ქვეყანას უფრო მეტად დაყოფილს ტოვებს, ვიდრე ხელისუფლებაში მოსვლის დროს და ქვეყნის მომავალი, ევროკავშირის შიგნით, თუ გარეთ, ჯერ ისევ ძალიან გაურკვეველია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG