ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთმა და უკრაინამ „სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას“ მოაწერეს ხელი


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ოფისის განცხადებით, ბრიტანეთმა და უკრაინამ ორმხრივ შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას ემსახურება რუსეთის „მტრული გავლენის“ პერიოდში.

გაერთიანებულ სამეფოსა და უკრაინას შორის პოლიტიკური, თავისუფალი ვაჭრობის და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ხელი ხუთშაბათს მოეწერა. ეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრიტანეთში ვიზიტის მეორე დღეს მოხდა.

ეს შეთანხმება ანაცვლებს დოკუმენტს, რომელიც უკრაინასა და ევროკავშირს შორისაა დადებული. ბრიტანეთი აღარ არის ევროკაშირის წევრი ქვეყანა, ამიტომ მხარეებმა ახალ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ბრიტანეთმა გაერთიანება, ფორმალურად, 2020 წლის იანვარში დატოვა, თუმცა გარდამავალი პერიოდი 2020 წლის დეკემბერში დასრულდება და წესების უმეტესობაც, სწორედ ამ დროს შეწყვეტს მოქმედებას ქვეყანაში.

რუსეთის მიერ, ყირიმის ანექსია 2014 წელს მოხდა. რუსეთმა მხარი დაუჭირა ქვეყნის აღმოსავლეთში მცხოვრებ სეპარატისტებს, რომლებმაც დღემდე მიმდინარე კონფლიქტის დროს, 13,200 ადამიანი მოკლეს.

შეხვედრაზე, რომელიც დაუნინგ სთრითზე, პრემიერის რეზიდენციაში შედგა, ზელენსკიმ და ჯონსონმა, განიხილეს „[ქვეყნების] ერთად მუშაობის მნიშვნელობა რუსული მავნე გავლენების წინააღმდეგ, როგორც უკრაინაში, ისე, მთლიანად, რეგიონში“. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.

ჯონსონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მისი ქვეყანა უკრაინის „ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერია“.

„იქნება ეს ჩვენი მხარდაჭერა თავდაცვის, სიტუაციის სტაბილიზების, ჰუმანიტარული დახმარების, თუ ახლო თანამშრომლობის კუთხით პოლიტიკურ საკითხებში, ჩვენი მესიჯი ყოველთვის ნათელია: ჩვენ, ერთგულად, მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, განაცხადა ბორის ჯონსონმა.

განცხადებაში, რომელიც პრემიერის კაბინეტმა გაავრცელა, ასევე, ნათქვამი იყო, რომ ბრიტანეთი ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინას თავდაცვის საკითხებში. მაგალითად კი მოყვანილი იყო ის ფაქტი, რომ ბრიტანელმა სამხედროებმა 2015 წელს, 18 000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო გაწვრთნეს.

ჯონსონის განმარტებით, ახალი შეთანხმება „აღნიშნავს ახალ ნაბიჯს ჩვენს [ბრიტანეთი-უკრაინის] ურთიერთოებებში“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG