ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უგანდაში ჯოზეფ კონის ლიკვიდაცია სცადეს


უგანდას სპეცრაზმმა ამბოხებულებზე მიიტანა იერიში

უგანდას შეიარაღებულმა ძალებმა ამბოხებულთა დაჯგუფების ლიდერის ჯოზეფ კონის პირადი მცველი მოკლეს. უგანდას არმის წარმომადგენლის ცნობით, ბრიგადირ ბინანი ბრძოლის დროს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის აღმოსავლთ ნაწილში მოკლეს. უგანდას არმიის ნაწილები ადგილზე მაშინ ჩავიდნენ, როდესაც მიიღეს ცნობა იმის შესახებ რომ, ჯოზეფ კონის დაჯგუფების - საღვთო წინააღმდეგობის არმიის მებრძოლები იქ იმყოფებოდნენ.

კონის დაჯგუფება ჩრდილოეთ უგანდაში მოქმედებს. ისინი ბოლო 25 წლის მანძილზე მრავალი ადამიანის მკვლელობაში და ათასობით მოქალაქის ტრეფიკინგში იღებენ მონაწილეობას. ხელისუფლების ცნობით მათი რაოდენობა 250-ს არ აღემატება და ისინი აფრიკის ჯუნგლებში იმალებიან.
XS
SM
MD
LG