ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უგანდამ 5 მილიონი დოლარი დააბრუნა


უგანდის პრემიერ მინისტრის ოფისის თანამშრომლებმა ირლანდიის მიერ გადაგზავნილი 5 მილიონიანი დახმარება მიითვისეს

უგანდამ ირლანდიის მთავრობის მერ გაცემული დახმარების 5 მილიონი დოლარი , რომელიც თავის დროზე უგანდის მთავრობამ დაიტაცა- უკან დააბრუნა.

სამშაბათს ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმონ გილმორმა აღნიშნა, რომ უგანდა მზად არის კორუფციას შეებრძოლოს და ირლანდიის მტავრობა ყველა ღონეს იხმარს იმისთვის, რომ უგანდის შეჩერებული პროგრამა კვლავ აამოქმედოს.

შეგახსნებთ, რომ შარშან უგანდის პრემიერ მინისტრის - პატრიკ ამამა მბაბაზის ოფისის თანამშრომლებმა ირლანდიის მიერ გადაგზავნილი 5 მილიონიანი დახმარება მიითვისეს. პრემიერი თანხის დატაცებასთან საკუთარ კავშირს უარყოფს.




XS
SM
MD
LG