ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუს დისიდენტს პატიმრობის ვადა გაუგრძელდა


გამომძიებლები რაზვოზჟაიევის ციმბირში გადაგზავნას მოითხოვენ, სადაც მის მიერ 15 წლის წინ ჩადენილ დანაშაულს იძიებენ

მოსკოვის სასამართლომ რუს ოპოზიციონერ აქტივისტს პატიმრობის ვადა გაუგრძელა. ლეონიდ რაზვოზჟაიევი ციხეში აპრილამდე დარჩება. მას ბრალად მასობრივი არეულობის დაგეგმვა ედება. ბრალდებული აცხადებს, რომ იგი გაიტაცეს და საპატიმროში აწამეს.

პროკურორებმა რაზვოზჟაიევი და ორი დისიდენტი-სერგეი უდალცოვი და კონსტანტინ ლებედევი საქართველოს მთავრობის წარამომადგენლებთან მოლაპარაკებებსა და არეულობის დაგეგმვაში დაადანაშაულეს.

გამომძიებლები რაზვოზჟაიევის ციმბირში გადაგზავნას მოითხოვენ, სადაც ის 15 წლის წინ ჩადენილ დანაშაულს მოიხდის. მას 500 ბეწვის ქუდის ქურდობა ედება ბრალად.

XS
SM
MD
LG