რუსი ადამიანის უფლებათა დამცველების განცხადებით, მათი რამდენიმე აქტივისტი გუშინ გამართული როკ კონცერტის მსვლელობისას დააპატიმრეს.
ორგანიზაცია “საერთაშორისო ამნისტიის” წარმომადგენლების განცხადებით, მისი მოხალისეები როკ ჯგუფ U2-ს კონცერტის მსვლელობისას პროკლამაციებს არიგებდნენ. დაკავებულებისთვის ბრალდებები არ წაუყენებით და მალე გაათავისუფლეს.
U2-ს სოლისტმა ბონომ, ბოლო სიმღერის მასთან ერთად შესასრულებლად, რუსი როკ ვარკვლავი, კრემლის ხშირი კრიტიკოსი იური შევჩუკი სცენაზე მიიწვია და “Knocking on Heaven’s Door” მათ ერთად შეასრულეს.