ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელებზე თავდასხმის შემთხვევაში, ამერიკა თეირანს "მძიმე შედეგების" შესახებ აფრთხილებს


ამერიკის შეერთებული შტატები ირანს აფრთხილებს, რომ "მძიმე შედეგები" მოჰყვება იმას, თუ 51 სანქცირებული ამერიკელიდან რომელიმეზე თავდასხმა განხორციელდება. საუბარია იმ ამერიკელებზე, რომლებიც 2 წლის წინ გავლენიანი ირანელი მთავარსარდლის ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის ოპერაციაში მონაწილეობაში არიან ბრალდებულები.

"არავინ დაუშვას შეცდომა: ამერიკის შეერთებული შტატები დაიცავს თავის მოქალაქეებს", - განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა.

"თუკი ირანი ჩვენს რომელიმე მოქალაქეს თავს დაესხმება, მათ შორის იმ [ამერიკელებს], რომელთა ვინაობაც გუშინ დაასახელეს, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება".

თეირანის მიერ დასახელებულ 51 ადამიანს შორისაა ამერიკის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი მარკ მილიც.

თეირანის ეს გადაწყვეტილება ირანს საშუალებას მისცემს სანქცირებულ პირებს ირანში არსებული მათი ქონება ჩამოართვან. თუმცა, ეს ნაბიჯი ძირითადად სიმბოლურია იმის გავითვალისწინებთ, რომ ამერიკელების აქტივები ქვეყანაში ამ მხრივ ძალიან დაბალია.

ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია 2020 წლის 3 იანვარს მოხდა. ირანელი გენერალი ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე ამერიკული დრონიდან გასროლით მოკვდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG