ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენი კიშინიოვში მოლდოვის მოსახლეობას ამხნევებს


ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი (მარცხნივ) და მაია სანდუ, მოლდოვის პრეზიდენტი (მარჯვნივ). ქ. კიშინიოვი, მოლდოვა, 6 მარტი, 2022 წ.

მოლდოვაში ვიზიტით მყოფი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ქვეყნის ლიდერებს არწმუნებს იმაში, რომ ამერიკა წინ გაუძღვება საერთაშორისო ოპოზიციას რუსეთის აგრესიის მიმართ, "როცა, და სადაც არ უნდა მოხდეს ეს". უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე, ენტონი ბლინკენი აღმოსავლეთ ევროპაში ტურნეს აგრძელებს. სახელმწიფო მდივნის მორიგი გაჩერება ამჯერად მოლდოვის დედაქალაქი კიშინიოვია, სადაც ის მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს და სხვა პოლიტიკურ ლიდერებს ხვდება.

პრეზიდენტ სანდუსთან შეხვედრის შემდეგ მოწყობილ პრესკონფერენციაზე ბლინკენმა თქვა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს მოლდოვის სწრაფვას ევროპის კავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. თუმცა, სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ეს ევროკავშირის გადასაწყვეტია.

ხუთშაბათს, მოლდოვამ ევროპის კავშირს გაწევრიანების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა. ეს ნაბიჯი სავარაუდოდ, გააღიზიანებდა რუსეთს, რომელსაც მოლდოვის აღმოსავლეთში მდებარე დნესტრისპირეთის რეგიონში 1 500 ჯარისკაცი ჰყავს.

24 თებერვალს, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, მოლდოვაში უკრაინელ ლტოლვილთა რაოდენობა თანდათან გაიზარდა. კიშინიოვის განცხადებით, უკრაინიდან მოლდოვაში 230 000-ზე მეტი დევნილი გადავიდა.

XS
SM
MD
LG