ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიის ორმა რეგიონმა ავტონომიის გაძლიერებას დაუჭირა მხარი


იტალიის ორ მნიშვნელოვან რეგიონში მოქალაქეებმა რომისგან მეტ დამოუკიდებლობას დაუჭირეს მხარი. რეფერენდუმებში, რომლებიც ვენეტოსა და ლომბარდიის რეგიონებში ჩატარდა, ამომრჩეველთა დაახლოებით 90 %-მა ცენტრალური ხელისუფლებისგან მეტი ავტონომია აირჩია, რაც მათ ლიდერებს ოფიციალურ რომთან სუაბარში მეტ ბერკეტს აძლევს.

რეფერენდუმის შედეგები კონკრეტულ სამომავლო მოქმედებებს არ გულისხმობს. თუმცა რეგიონების ლიდერები ამბობენ, რომ მათმა მოსახლეობამ თავისი ნება გამოხატა და ეს მათ აძლევს მეტ მანდატს ოფიციალურ რომთან დისკუსიაში.

ვენეტოს რეგიონში იტალიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული ქალაქი ვენეცია მდებარეობს, ლომბარდიის რეგიონში კი - მილანი. ორივე რეგიონის მმართველებს სურთ, საშემოსავლო გადასახადებიდან მიღებული თანხის მეტი ნაწილი დარჩეს რეგიონში და ასევე აქვთ ცენტრალური ხელისუფლებისგან განსხვავებული მოსაზრებები ისეთი საკითხების შესახებ, როგორებიცაა განათლება, იმიგრაცია, უსაფრთხოება და გარემოს დაცვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG