ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა უკრაინაში საავადმყოფო დაბომბა, არიან დაშავებულები და დაღუპულები


რუსეთი უკრაინის ქალაქების დაბომბვას აგრძელებს. ქალაქ დნიპროში რუსეთის ჭურვები ადგილობრივი საავადმყოფოს შენობას დაეცა, რა დროსაც სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაიჭრა. მომხდარი პრეზიდენტმა ზელენსკიმ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად შეაფასა.

"კლინიკებთან ბრძოლა მხოლოდ ბოროტ სახელმწიფოს შეუძლია. ამაში სამხედრო მიზანი არ შეიძლება იყოს. ეს არის სუფთა რუსული ტერორი,“- წერს ზელენსკი.

მოგვიანებით შემთხვევის ადგილიდან გავრცელდა ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, რომ საავადმყოფოს შენობა თითქმის სრულად არის განადგურებული, მიმდებარე ტერიტორია კი აფეთქების შედეგად წარმოქმნილი კვამლით არის დაფარული. ის რაც ჭურვებმა ვერ გაანადგურა, დაბომბვის შედეგად საავადმყოფოს შენობაში გაჩენილი ხანძრის გამო განადგურდა. ცეცხლი უკრაინელმა მაშველებმა ჩააქრეს და დაშავებულები და დაღუპულები შენობიდან გამოიყვანეს.

ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულთაგან ერთი 69 წლის მამაკაცია, 23 დაშავებულიდან 21 სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან 3 მძიმედ დაშავდა.

კრემლში მომხდარზე დაუყონებლივ განცხადება არ გაუვრცელებიათ, თუმცა მოსკოვი ტრადიციულად უარყოფს ბრალდებებს, რომ რუსი სამხედროები უკრაინაში მიზანში სამოქალაქო პუნქტებს იღებენ. თუმცა, ხშირია შემთხვევები, როცა მოსკოვის სამიზნე უკრაინის სამოქალაქო ობიექტები და ინფრასტრუქტურაა, იქნება ეს საავადმყოფოები, თავშესაფრები, სკოლები, ბაღები თუ სხვა.

ამერიკელი, რომელმაც ბუჩა და ნიუ-იორკი დააძმობილა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:38 0:00

ქალაქი დნიპრო გასული ღამის განმავლობაში რუსეთის ერთადერთი სამიზნე არ ყოფილა. რუსულმა თვითმფრინავებმა სამხრეთ უკრაინაში მდებარე ქალაქებიც დაბომბეს. კიევის მტკიცებით, უკრაინამ გასული ღამის განმავლობაში 10 ფრთოსანი რაკეტა და 20-ზე მეტი დრონი ჩამოაგდო, რომელთა სამიზნე უკრაინის დედაქალაქი იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG