ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტინა ტერნერი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა


ლეგენდარული ამერიკელი მომღერალი ტინა ტერნერი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ მისი პრესსპიკერი იუწყება.

„როკ-ენ-როლის დედოფალი“ ბოლოს შვეიცარიაში, ციურიხის მახლობლად მდებარე საკუთარ სახლში ცხოვრობდა, სადაც ის დაავადებასთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. ტერნერი შვეიცარიის მოქალაქე იყო. მან მომღერალის კარიერა შეერთებულ შტატებში შექმნა. ტერნერს პრესტიჟული ამერიკული მუსიკალური პრიზის, "გრემის" 8 ჯილდო და 25 ნომინაცია ჰქონდა.

„მასთან ერთად, მსოფლიომ დაკარგა ლეგენდა და მისაბაძი ადამიანი“, განაცხადა ტერნერის პრესსპიკერმა.

გაყიდული ალბომებით ტერნერი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მომღერალი იყო. ბრაზილიაში მის მიერ 1988 წელს გამართულ კონცერტს 180 000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა, რაც ისტორიულად, სოლო შემსრულებლისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საკონცერტო აუდიტორიას წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG