ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ტვიტერმა" დონალდ ტრამპთან დაკავშირებული გვერდები ჩახსნა 


ცოტა ხნის წინ, "ტვიტერმა" გაავრცელა განცხადება, რომლითაც დაადასტურა, რომ პლატფორმიდან ჩახსნა ამერიკის 45-ე პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან დაკავშირებული გვერდები. საუბარია ანგარიშებზე, რომლებიც პოპულარიზაციას უწევენ ტრამპის მოსაზრებებს. ეს კი გიგანტი ტექნოლოგიური კომპანიის განცხადებით, მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება.

პლატფორმიდან წაშლილი ერთ-ერთი გვერდი მომხმარებელს ინფორმაციას პირდაპირ ტრამპის სამუშაო მაგიდიდან პირდებოდა. გარდა ამისა "ტვიტერმა" პლატფორმიდან აიღო დონალდ ტრამპთან შესაძლო კავშირში მყოფი სხვა გვერდებიც.

"ტვიტერმა" გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ სხვადასხვა ანგარიშებით პლატფორმაზე ხდებოდა მიღებული გადაწყვეტილების გვერდის ავლა. საუბარია რამდენიმე თვის წინ "ტვიტერის" გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ამერიკის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "ტვიტერზე" მუდმივად არის დაბლოკილი.

შეგახსენებთ, რომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელიც მოქმედი პრეზიდენტის ანგარიშის მუდმივ დაბლოკვას გულისხმობდა, სოციალურმა ქსელებმა, მათ შორის "ფეისბუქმა" და "ტვიტერმა", იანვარში მიიღეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა ვაშინგტონში კაპიტოლიუმის შენობაზე იერიში მიიტანეს. მაშინ "ტვიტერმა" დონალდ ტრამპის ანგარიშის მუდმივად დაბლოკვის მიზეზად მყისიერი საფრთხე დაასახელა და თქვა, რომ პრეზიდენტი ტრამპი მუდმივად არღვევდა პლატფორმის წესებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG