ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორმა აფეთქებამ ერაყის სამხრეთში 50 ადამიანი იმსხვერპლა


ცეცხლსასროლი იარაღით და მანქანაში დამონტაჟებული ბომბით თავდასხმებზე პასუხისმგებლობა, საკუთარ თავზე ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ერაყის სამხრეთში ხუთშაბათს მომხდარმა თავდასხმებმა, სულ მცირე 50 ადამიანი იმსხვერპლა.

ოფიციალური პირების ცნობით, დიქარის პროვინციის დედაქალაქ ნასირიის სიახლოვეს მომხდარი თავდასხმების დროს, ოთხმოცზე მეტი ადამიანიც დაიჭრა.

შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა რესტორანს ცეცხლი გაუხსნეს და ცოტა ხნის შემდეგ, ასაფეთქებელი მასალით დატვირთული მანქანა თვითმკვლელმა ტერორისტმა ახლო განლაგებულ უსაფრთხოების საკონტროლო პუნქტს შეაჯახა.

უპირატესად შიიტებით დასახლებული დიქარის პროვინცია, ბაღდადიდან სამხრეთ - აღმოსავლეთით, 320 კილომეტრის მანძილზეა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG