ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში 20 ქურთი მეამბოხე მოკლეს


თურქეთში 20 ქურთი მეამბოხე მოკლეს

თურქეთის მედია იუწყება, რომ ქვეყნის სამხრეთაღმოსავლეთში თურქეთის სამხედროებმა იერიში ქურთ მეამბოხეებზე მიიტანეს. ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 20 მეამბოხე.

ხმელეთზე მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში ვერტმფრენებიც ჩაერთნენ. დაირბაკირის პროვინციაში თურქეთის სამხედროებმა მეამბოხეები აღმოაჩინეს, ინფორმაცია მათ ადგილსამყოფელზე კი ერთ-ერთი გარდაცვლილი მეამბოხის მობილური ტელეფონიდან მოიპოვეს. დღემდე ქურთების მუშათა პარტიისთან 20 წლიანი დაპირისპირების შედეგად ათასობით ადამინი დაიღუპა. თურქეთი, ევროკავშირი და აშშ ქურთების მუშათა პარტიას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.

XS
SM
MD
LG