ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში მორიგი გენერალი დააპატიმრეს


თურქეთში მორიგი გენერალი დააპატიმრეს
თურქეთში მორიგი გენერალი დააპატიმრეს

გენერალი ილკერ ბაშბუ წინასწარი დაკავების საკანშია.

თურქეთის მთავრობის გადატრიალების ბრალდებით, დღეს თურქეთში ქვეყნის არმიის ყოფილი სარდალი დააკავეს.

გენერალი ილკერ ბაშბუს იურისტის განცხადებით, ის წინასწარი დაკავების საკანში ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელობის ბრალდებით მოათავსეს.

პროკურატურამ მისი დაკავების სანქცია ხუთშაბათ საღამოს გასცა, მას შემდეგ, რაც გენერალი ინტერნეტ კამპანიის ერთ-ერთ ორგანიზატორად დასახელდა, რომელიც მიზნად ისახავდა თურქეთის პრემიერ მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მთავრობის დამხობას.

ერდოღანის მთავრობას უკვე 300ზე მეტი ადამიანი ჰყავს დაპატიმრებული გადატრიალების მცდელობის ბრალდებით. მათ შორის არიან პოლიტიკოსები, სამხედრო ჩინოვნიკები, ჟურნალისტები და აკადემიკოსები.

XS
SM
MD
LG