ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირია - თურქულ-რუსული უთანხმოების მიზეზი


თურქი ანალიტიკოსები მოსკოვის პოზიციის ძირეულ და სწრაფ ცვლილებას არ ელიან

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

დღეს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თურქეთში ჩავიდა. ვიზიტს საკმაოდ რთული ფონი აქვს. ორ ქვეყანას შორის უთანხმოების ძირითადი საკითხი სირიაა. მოსკოვი პრეზიდენტ ასადის მოკავშირეა, ხოლო ანკარა სირიელ ამბოხებულებს უჭერს მხარს. ამ უთანხმოების მიუხედავად, თურქეთსა და რუსეთს შოირს ვაჭრობის მოცულობა იზრდება. დეტალებს სტამბოლიდან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი დორიან ჯონსი არკვევდა.
რუსეთის პრეზიდენტს ერთდღიანი ვიზიტის დროს თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოღანი მასპინძლობს. გაზეთ ჰურიეთის მიმომხილველი სემი იდიზი ამბობს, რომ ორივე ლიდერს ერთმანეთტან მჭიდრო პიროვნული ურთიერთობა აკავშირებს. თუმცა, მისივე აზრით, სირიის საკითხზე შექმნილი უთანხმოება საფრთხეს უქმნის ამ ურთიერთობას.

„მისი პარტიის კონგრესმა რუსეთს და ირანს ბრალი დასდო სირიის მჩაგვრელი რეჟიმის მხარდაჭერაში. ნათელია, რომ ორივე ქვეყანას სირიის მიმართ განსხვავებული მიდგომები აქვს, რაც მომავალში კონფრონტაციულ ვითარებას შექმნის,“ - ამბობს იდიზი.

ურთიერთობა კიდე უფრო დაძაბა, როდესაც ოქტომბერში თურქეთის საბრძოლო თვითმფრინავმა მოსკოვიდან სირიისკენ მიმავალი თვითმფრინავი აიძულა ხმელეთზე დაშვებულიყო. ანკარა აცხადებდა, რომ თვითმფრინავით სირიის მთავრობისთვის იარაღი მიქონდათ. თუმცა, სამხილების მიწოდება დღემდე ვერ უზრუნველყო. მოსკოვმა თურქეთის ბრალდება უარყო.
თუმცა, გასულ კვირასმ, ერდოღანმა თავისი პოზიცია შეარბილა და განაცხადა, რომ მოსკოვს შეუძლია სირიის კონფლიქტის გადაჭრის საქმეში მთავარი როლი შეასრულოს.
სინან ულგენი კვლევითი ინსიტიტუტის „ედამის“ ხელმძღვანელია.
„თურქეთი აცნობირებს, რომ თუ რუსეთი არ შეცვლის თავის პოზიციას. სირიაში ვითარების დინამიკა არ შეიცვლება. ასადი იქამდე დარჩება ხელისუფლებაში, ვიდრე რუსეთი დაუჭერს მხარს,“ - აცხადებს ულგენი.
მიუხედავად იმისა, რომ თურქი ანალიტიკოსები მოსკოვის პოზიციის ძირეულ და სწრაფ ცვლილებას არ ელიან, არსებობს ვარაუდები, რომ რუსეთი დამასკოსგან დისტანცირებას ცდილობს.

თურქეთის ხელისუფლების წარმოამდგენლის განცხადებით, ანკარა ელის, რომ მოსკოვი შეარბილებს თავის მიდგომას სირიაში საერთაშორისო ჰუმანიტარულ ინტერვენციასთან დაკავშირებით, ასევე გაეროს უშიშროების საბჭოში სირიის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხში. რუსეთი, როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი სირიის წინააღმდეგ სანაქციებს მხარს არ უჭერს და რეზოლუციას ვეტოს ადებს.
ანალიტიკოსი სოლი ოზელი მიიჩნევს, რომ პუტინის ვიზიტის მთავარი თემა ვაჭრობის გაფართოვებაც უნდა იყოს.

„რუსები პირველ ბირთვულ რეაქტორს აშენებენ. მათ ასევე სურთ მეორე რეაქტორის აშენება. ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკული თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რაც განხილვის თემა იქნება,“ - ამბობს ოზელი.

ანალიტიკოსების აზრით, ორ ქვეყანას შორის სამომავლო ურთიერთობის განსაზღვრაში იქნება ის, თუ რამდენად შეძლებენ ვლადიმირ პუტინი და რეჯებ ტაიპ ერდოღანი სირიის საკითხზე მოლაპარაკებას.
XS
SM
MD
LG