ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანს და გულის შორის დაპირისპირება ძლიერდება


თურქეთის პრემიერ მინისტრი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი

პრემიერ მინისტრის მკაცრი პოლიტიკა 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ნაციონალისტური ხმების მოზიდვაზეა გათვლილი

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
თურქეთში პრემიერ მინისტრსა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირება შეინიშნება. მიუხედევად იმისა, რომ ორივე მმართველი პარტიის დამფუძნებელია, მათ შორის სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხზე უთანხმოება არსებობს. თურქული პოლიტიკის დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი, დორიან ჯონსი არკვევდა.

ბოლო რამდენიმე თვეა, რაც თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გული პრემიერ მინისტრის, რეჯებ ტაიპ ერდოღანის მკაცრ პოლიტიკას ეწინააღმდეგება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ქურთული უმცირესობა, დაპატიმრებული ჟურნალისტები და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი. გასულ თვეს, პრემიერმა ერდოღანმა თავისი უკმაყოფილება ვერ დამალა. მისი თქმით, თურქეთი არ იმართება ორხელისუფლებიანი მთავრობის მიერ და ორხელისუფლებიანობა ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. იოქსელ თასკინი მარმარას უნივერსიტეტის პროფესორია.

„პრეზიდენტი გული ცდილობს, რომ ზომიერი იმიჯი ჰქონდეს. ერდოღანის მკაცრი კურსი სიმპათიას, მხოლოდ ნაციონალისტურ წრეებში იმსახურებს. მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი, როგორიცაა ლიბერალური წრეები და ბიზნესში ჩართული ფენა, ხელისუფლების ამგვარი სტილის მიმართ სკეპტიციზმს ამჟღავნებენ,“ - ამბობს თასკინი.

მისი აზრით, პრემიერ-მინისტრის მკაცრი პოლიტიკა 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ნაციონალისტური ხმების მოზიდვაზეა გათვლილი.
როგორც მოსალოდნელია, საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანი თავისი კანდიდატურის დაყენებას გეგმავს, მანამდე კი მას განზრახული აქვს, რომ თურქეთში საპრეზიდენტო სისტემა დაამკვიდროს. ამ მიზნის მისაღწევად ერდოღანს პარლამენტში მყოფი ნაციონალისტური პარტიის ხმები სჭირდება. ესლი აიდინთასბასი თურქული „სქაი ნიუს ჩენელის“ პოლიტიკური მიმომხილველია. ის ამბობს, რომ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის დაპირისპირების მთავარი მიზეზი ბატონი ერდოღანის მისწრაფებებია.

„გული შესაძლოა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იყოს, მაგრამ არა იმ შემთხვევაში, თუ ერდოღანი პრეზიდენტი გახდება და ძალაუფლებას გაიფართოვებს,“ - ამბობს აიდინთასბასი.

მისი აზრით, არსებული დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდება. არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა ისინი 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთის მეტოქეები გახდნენ, თუმცა ამ მოსაზრებას არ ეთანხმება ანალიტიკოსი, იოქსელ თასკინი.

„არ ვფიქრობ, რომ ის ერდოღანის მეტოქე გახდება. მმართველ პარტიაში აბდულა გულის მომხრეთა რიცხვი მცირდება. ისინი არ არიან წარმოდგენილი პარტიის მმართველ სტრუქტურაში, ამდენად პრეზიდენტს თავისი დასაყრდენი არ გააჩნია,“ - ამბობს თასკინი.

დამკვირვებლები ფიქრობენ, რომ პარტიის მხარდაჭერის გარეშე აბდულა გულისთვის რთული იქნება საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატება, ისეთი ქარიზმატული ლიდერის წინააღმდეგ, როგორიც ერდოღანია. თუმცა, ანალიტიკოსი ,კადრი გიურჯელი ამბობს, რომ ერდოღანის მკაცრი პოლიტიკის გაგრძელებამ, შესაძლოა, გულის გარშემო სხვა პოლიტიკური ძალების კოალიციის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი.

პრეზიდენტი გული და პრემიერი ერდოღანი თურქულ პოლიტიკურ სცენაზე უკვე ათ წელზე მეტია დომინირებენ და ამ დრომდე ისინი ძლიერი მოკავშირეები იყვნენ. თუმცა, ამჯერად მათი ალიანსი დაშლის პირასაა, რასაც აუცილებლად ექნება გავლენა თურქულ პოლიტიკაზე.
XS
SM
MD
LG