თურქეთის იუსტიციის მინისტრის სადულა ერგინის განცხადებით, პარლამენტში წარდგენილი რეფორმები ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში თურქეთის სახის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
თურქეთის იუსტიციის მინისტრი არ მალავს იმ გარემოებას, რომ ანკარა ყველაზე უფრო ხშირად არღვევს ადამიანის უფლებებს.
იუსტიციის რეფორმა წამების შემთხვევების დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს ანტი-ტერორისტული კანონმდებლობის შემსუბუქებასთან ერთად. ასევე შეიზღუდა ტერორისტულ პროპაგანდასთან დაკავშირებული კანონის მოქმედება, რომელმაც უფრო კონკრეტული სახე მიიღო.
თურქეთში დაგეგმილ რეფორმებს ადამიანის უფლებათა დამცავი საერთაშორისო ორგანიზაციები უჭერენ მხარს ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ერთად. თურქეთი ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებას დიდი ხანია ცდილობს.
ამერიკის ადამიანის უფლებათა დამცავი ორგანიზაციის „ჰუმან რაითს ვოჩის“ წარმომადგენელი ემა სინქლერ ვები მიესალმება ამ რეფორმებს, თუმცა შიშობს რომ მათი მოქმედება შესაძლოა შეზღუდული იყოს.
მისი თქმით:
“ ბევრი ხალხია დაკავებული ტერორისტული პროპაგანდის გამო, მაგრამ ისინი შეიარაღებული ფორმირებების წევრობისთვის იხდიან სასჯელს.“
დღევანდელი ანტი-ტერორისტული კანონმდებლობის შესაბამისად თურქეთში ტერორისტული ორგანიზაციის წევრად მიიჩნევა ყველა ის ადამიანი ვინც აშკარად იზიარებს მათ პროპაგანდას. ამ კანონის გამოყენებით თურქეთში უამრავი ჟურნალისტი დააპატიმრეს.
თურქეთის ანტი-ტერორისტული კანონები ძირითადად ქურთი აქტივისტების წინააღმდეგ არის მიმართული, რომლებსაც ქურთისტანის მუშათა პარტიასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ.
როგორც ქურთების მშვიდობისა და დემოკრატიის პარტიის წარმომადგენელი გულთან კისანაკი აცხადებს:
’’ ეს ანტი-დემოკრატიული კანონმდებლობაა და მისი შეცვლისთვის აღნიშნული რეფორმა არ იქნება საკმარისი, ეს პარლამენტში დროის ფუჭი ფლანგვა გამოვა. ამის ნაცვლად იმგვარი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რაც თურქეთის ციხეებში ჩაყრილი ათასობით ქურთი აქტივისტის განთავისუფლებას გამოიწვევს.“
თურქეთის ხელისუფლება ქურთ მეამბოხეებთან შეთანხმებას ცდილობს და ქურთისტანის მუშათა პარტიის ხელმძღვანელობასთან სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას აპირებს.
ევროპის სასამართლოში თურქეთის წინააღმდეგ ამჯამად 17 ათასი სარჩელია შესული. ამ მონაცემებით ანკარას მთელ ევროპაში მხოლოდ მოსკოვი უსწრებს.