თურქეთმა, რომელიც აღმოსავლეთისა და დასავლეთის გადაკვეთაზე მდებარეობს ბოლო წლების მანძილზე დამოკიდებულება დასავლეთის ქვეყნებისა და ინსტიტუტების მიმართ მკვეთრად შეცვალა- ამ დასკვნამდე ექსპერტები გამოკითხვების ჩატარების შემდე მივიდნენ.
კვლევის თანახმად, რომელიც ჯერმან მარშალის ფონდის მიერ ჩატარდა, ამერიკის მიმართ დადებითად განწყობილი თურქეთის მოსახლეობის მხოლოდ 17 პროცენტია.
ეს მიუხედავად იმისა, რომ პრეზინდეტმა ობამამ, თურქეთის პარლამენტში ოკეანის გაღმა პირველი ვიზიტისას ნათლად დააფიქსირა საკუთარი კეთილგანწყობა მუსლიმური ქვეყნისა და ზოგადად ახლო აღმოსავლეთის მიმართ.
ამის შემდეგ ბარაკ ობამას პირადი პოპულარობა თურქებში 22 პროცენტით დაეცა, მისი როგორც პრეზიდენტის რეიტინგი კი 28 პროცენტია.
იან ლესერი პოლიტიკური ექსპერტია, რომელის მარშალის ფონდში ჩატარებულ კვლევას ხელმძღვანელობდა:
“ამერიკის მთავრობის მიმართ დადებითი დამოკიდებულება მართლაც კლებულობს. “
ამერიკის მიმართ მხარდაჭერის ვარდნის გარდა, უმთავრესად მუსლიმური, მაგრამ სეკულარული ქვეყანა კარგავს ნდობას დასავლური ინსტიტუტების მიმართაც.
მხარდაჭერა ნატოს, დასავლეთის უსაფრთხოების ორგანიზაციების მიმართ, 2004 წლიდან 20 ერთეულით დაეცა, ახლა თურქეთში მოსახლეობის მხოლოდ 30 პროცენტს ჯერა, რომ დასავლურ ორგანიზაციებში გაწევრიანება მათი უშიშროების გარანტი იქნება.
საზოგადოების 38 პროცენტს ჰგონია, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყანას სარგებელს მოუტანს, 35 -ს კი ამის იემდი არ აქვს.
მიშელ ეგანს ამერიკული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა სკოლაში ევროპული სწავლებებს კურსი მიყავს:
“ხალხი ცოტა არ იყოს შეშფოთებულია დასავლეთთან დაშორებით, განსაკუთრებით ევროკავშირთან. პარალელურად თურქეთმა ძალიან გაააქტიურა ურთიერთობა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, ბრაზილიასთან ერთად ინიციატივით გამოვიდა ირანის საკითხში.”
გამოკითხევბის თანახმად, თურქეთის 14 პროცენტი მომხრეა რომ ირანის ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად ქვეყანამ სამხედრო ძალა გამოიყენოს.
ტრადიციულ ფესტივალზე, ვაშინგტონში თურქულ სამზერეულოსა და ხელოვნებასთან ერთად, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დასავლეთში თურქეთის როლზეც მიეღოთ ინფორმაცია. დემეტ კაბარი ფესტივალის ორგანიზატორია:
“ჩვენ ამერიკასთან კულტურული ხიდების გადებას, ურთიერთობის აღდგენას და გამყარებას ვცდილობთ. ამის საუკეთესო გზად მიგვაჩნია, ვინაირად ის უნივერსალურია.”
როგორც ფესტივალზე გაირკვა, ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის გაფუჭებას, ამერიკაში მცხოვრები თურქებიც გრძნობენ.
“ თურქი ხალხი ბედნეირი არ იქნება ევროკავშირთან ინტეგრაციის შემთხვევაში, ჩვენ ახლა ძალიან ხელსაყრელ მდგოამრეობაში ვართ. “-ამბობს ემიგრანტი ჰატის შერმანი.
იან ლესერი, მარშალის ფონდიდად მიიჩნევს:
“არსებობს გარკვეული საფრთხე თურქეთის მიერ ევროკავშირისთვის ზურგის შექცევაში. ქვეყანა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის დატოვებას არ აპირებს, ანუ ჩვენ კვლავ გვექნება ურთიერთთობა თუქრეთთან რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე. მაგრამ ტრაექტორია იგივე ვერ იქნება, ამან შესაძლოა პრობლემები გამოიწვიოს.”
თუმცა თურქეთმა ევროკავშირის წაქეზებით მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო რეფორმები გაატარა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო სამართლით არიარებულ საბერძნეთის კვიპროსის მთავრობასთან ურთიერთობის მოგვარების გარეშე, ქვეყნის ევროპულ გაერთიანებაში გაწევრიანება თითქმის შეუძლებელი იქნება.
მაიკლ იგანი, ამერიკის უნივერსიტეტიდან მიიჩნევს:
“ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, მიუხედავად იმისა რომ ის ამ თემაზე ევროკავშირზე მსუბუქ ზეწოლას ახორციელებს, ეს მაინც საერთაშორისო პოლიტიკის სფეროა, რაც შეეხება ევროკავშირს კი აქ საქმე სხვაგვარად არის, საუბარია მის საშინაო პოლიკაზე.”
ერის მხრივ სკეპტიკური თურქეთი და მეორეს მხრივ არამტკიცე ევროპა- ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი მოკავშირის მომავალზე უამრავ შეკითხვას ბადებს.