ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი ჟურნალისტი თურქეთის ციხეში


თურქეთში ამერიკელი ჟურნალისტის დაკავების ფაქტი შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც დაადასტურა. პრეს-სპიკერ ჯონ კირბის განცხადებით, ლინდსი სნელი ერთი თვის წინ იქნა აყვანილი და ის სირიის საზღვრის მახლობლად მდებარე თურქეთის პროვინციულ ციხეში იმყოფება.

ანკარის ოფიციალური ვერსიით, ჟურნალისტი თურქეთის ტერიტორიაზე სირიის საზღვრიდან გადავიდა. მას “სამხედრო ზონის დარღვევის” ბრალდება აქვს წაყენებული. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჟურნალისტი თურქეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის დროს დაიჭირეს. ჯონ კირბი ამბობს, რომ ვერაფერს იტყვის იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზნით ჩავიდა სინდი სნელი სირიაში. დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე ჟურნალისტმა “ფეისბუქის” გვერდზე დაწერა, რომ ის სირიაში დაჯგუფება ჯაბჰატ ალ-ნუსრას წევრებმა მოიტაცეს, მაგრამ 10 დღის ტყვეობის შემდეგ გაქცევა მოახერხა.

XS
SM
MD
LG