ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთმა სირიის საზღვართან თვითმფრინავი ჩამოაგდო


საინფორმაციო სააგენტო "ანატოლია" აცხადებს, რომ ფოტოზე უპილოტო აპარატია, რომელიც თურქეთის ავიაციამ ჩამოაგდო. 16 ოქტომბერი, 2015

თურქეთმა განაცხადა, რომ სირიის საზღვართან, მის ტერიტორიაზე შეჭრილი უცნობი კუთვნილების თვითმფრინავი ჩამოაგდო. თურქი სამხედროების განცხადებით, თვითმფრინავი სამი გაფრთხილების უგულებელყოფის შემდეგ, თურქეთის სამხედრო თვითმფრინავებმა ჩამოაგდეს. ამ ინფორმაციას ადასტურებს თურქული ტელეკომპანია-ენ-ტე-ვე.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, სააგენტო „როიტერს“ უთხრა, რომ მისი ვარაუდით ეს რუსული უპილოტო აპარატი იყო, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სირიაში მათი ყველა თვითმფრინავი ბაზებზე მშვიდობიანად დაბრუნდა, ყველა უპილოტო აპარატი კი გეგმის მიხედვით მუშაობას აგრძელებდა.

XS
SM
MD
LG