ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში სასამართლოს წინაშე ტერორიზმის ბრალდებით 22 სტუდენტი წარსდგება


სტამბოლში, თურქეთის ელიტური უნივერსიტეტის 22 სტუდენტი სასამართლოს წინაშე ტერორიზმის ბრალდებით წარსდგება. აღნიშნული საქმე ერთ-ერთი მთავარი კრიტიკის საგანია თურქეთის ერდოღანის მოწინააღმდეგეების მხრიდან. ბოსფორის უნივერსიტეტის სტუდენტები, სირიაში ქურთების წინააღმდეგ თურქეთის ოპერაციის მომხრე დემონსტრაციის, კონტრ-აქციის დაგეგმვისთვის დააკავეს. ისინი ორი თვეა წინასწარ პატიმრობაში არიან. მათი ადვოკატის თქმით, მათ დაზიანებები აღენიშნებათ. ოჯახის წევრები და მხარდამჭერები სასამართლოსთან აქციას მართავენ. სტუდენტების დაკავება, პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გამოსვლას მოჰყვა, რომელშიც მან სტუდენტებს, რომლებიც თურქეთის სამხედრო კამპანიას აპროტესტებენ, ტერორისტები უწოდა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG