ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის საფონდო ბირჟაზე ისტორიული ვარდნაა


თურქეთის საფონდო ბირჟაზე ბოლო 2 დღის განმავლობაში დაბალი მაჩვენებელები დაფიქსირდა. ასეთი მდგომარეობა ქვეყანაში 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ არ ყოფილა. ორშაბათს, თურქეთის მთავარი BIST-100 ინდექსი 2013 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა.

აქციებზე ფასების ვარდნა მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ინვესტორებისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და ცენტრალური ბანკის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლა.

ერდოღანის ერთ-ერთმა ეკონომიკურმა მრჩეველმა, იგიტ ბულუთმა, აქციების გაყიდვას დროებით სპეკულაციური შეტევა უწოდა. მან მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ თურქეთმა, ორშაბათს 5,1 მილიარდი დოლარი გაყიდა, რათა ლირის რეკორდულ ნიშნულამდე დაცემის შემდეგ, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი გაემყარებინა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG