ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთმა რუსული ვებგვერდი დაბლოკა


sputnik
sputnik

თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკის“ ვებგვერდი დაიბლოკა. მოსკოვს და ანკარას შორის ისედაც რთულ ურთიერთობაში მორიგი დაძაბულობა სავარაუდოდ რუსეთის პრეზიდენტის გუშინდელ გამოსვლას უკავშირდება, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცა. ვლადიმირ პუტინმა ტელემაყურებლების ზარებს უპასუხა და ერთ-ერთ კითხვაზე პასუხში განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობას პრობლემა აქვს თურქეთის “ზოგიერთ პოლიტიკურ ლიდერთან, რომლებიც შეუფერებლად იქცევიან”.

ამ თემაზე ოფიციალური კომენტარი თურქეთის ტელეკომუნიკაციების და ინტერნეტის მარეგულირებელ სააგენტოს, ან სხვა რომელიმე ოფიციალურ პირს ჯერჯერობით არ გაუკეთებია. ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთმა 2015 წლის ნოემბერში სირიის საზღვართან რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, რასაც რუსეთის მხრიდან ეკონომიკური და სავაჭრო სანქციები მოჰყვა.

XS
SM
MD
LG