ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანი ბაქოშია


თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია.

ვიზიტის დაწყებამდე, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტები შეხვედრისას ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.

პრეზიდენტი ერდოღანი, 10 დეკემბერს, ბაქოში, გამარჯვების აღსანიშნად დაგეგმილ სამხედრო აღლუმსაც დაესწრება. აღლუმში მონაწილეობას მიიღებენ თურქი სამხედროებიც, რომლებიც ბაქოში მიმდინარე კვირის დასაწყისში უკვე ჩავიდნენ.

აზერბაიჯანული სეპარატისტული რეგიონის გამო წარმოებულ შეიარაღებულ კონფლიქტში, თურქეთმა მხარი ბაქოს დაუჭირა. სამხედრო დაპირისპირება მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაიწყო და 10 ნოემბერს, რუსეთის შუამავლობით მიღწეული ზავით დასრულდა.

შეთანხმების თანახმად, ეთნიკურად სომხების მიერ 30 წლის განმავლობაში კონტროლირებადი მთიანი ყარაბაღისა და მის გარშემო მდებარე ტერიტორიების ნაწილი, აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადავიდა. მანამდე კი, 44 დღიან შეიარაღებულ დაპირისპირებას, ორივე მხარეზე ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მოსკოვის შუამავლობით დადებული შეთანხმება, სერიოზული დარტყმა იყო სომხეთისთვის და ერევნის მიერ მხარდაჭერილი ეთნიკურად სომხური ძალებისთვის, რომლებიც ამ ტერიტორიებს 1994 წლიდან აკონტროლებდნენ. შეთანხმებას ერევანში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით.

ზავის შემდეგ, თურქეთსა და რუსეთს შორის, აზერბაიჯანში ერთობლივი მონიტორინგის ცენტრის შექმნის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

კრემლი აცხადებს, რომ შეთანხმების მიხედვით, ანკარის როლი, მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განთავსებული მონიტორინგის ცენტრით შემოიფარგლება და თურქი სამშვიდობო ძალები, მთიან ყარაბაღში არ შევლენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG