ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქმა სამხედროებმა 18 ქურთი მეამბოხე მოკლეს


თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთ რაიონში მომხდარი შეტაკებისას თურქმა სამხედროებმა 18 ქურთი მეამბოხე მოკლეს. დაპირისპირება თურქულ სამხედრო ავტოკოლონაზე განხორციელებულ თავდასხმას მოჰყვა. თურქული მხარის განცხადებით, ქურთისტანის მუშათა პარტიის მებრძოლებმა ქალაქ ჰაკარიში გზის პირას დამონტაჟებულ ბომბს მოუხდინეს დეტონირება. ინციდენტის შედეგად დაიღუპა ხუთი და დაშავდა შვიდი ჯარისკაცი.

თურქულმა არმიამ მომხდარზე საპასუხოდ ჰაკარიში დამატებითი ჯარები და შვეულმფრენები გაგზავნა. ოპერაციას 16 მეამბოხე ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირის ორშაბათს, თურქეთის ქალაქ გაზიანთეპში მომხდარი აფეთქება თურქულმა მხარემ სწორედ ქურთისტანის მუშათა პარტიას დააბრალა. ინციდენტში მონაწილეობას უარყოფს ქურთისტანის პარტია.
XS
SM
MD
LG