სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში პოლიციის შენობასთან მომხდარი აფეთქების შედეგად სულ ცოტა ცხრა ადამიანი დაიღუპა და 69 დაიჭრა. პრემიერ-მინისტრის მოადგილის ბეშირ ატალის ცნობით, დაღუპულთა შორის ოთხი ბავშვია. აფეთქება ქალაქ გაზიანტეპში მოხდა, რომელიც სირიის საზღვართან ახლოს მდებარეობს. ხვალ ქალაქს პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოღანი ეწვევა. როგორც ცნობილი გახდა, ტერაქტი დანაღმული ავტომობილის მეშვეობით განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.
დაღუპულია ცხრა და დაჭრილია 69 ადამიანი
პოპულარული
1