ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანი პუტინს ხვდება


დასავლეთის მიერ თურქეთის პუტჩის შემდგომი კრიტიკის ფონზე, თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი რუსეთთან დაახლოებას ცდილობს.

15 ივლისის პუტჩის შემდეგ, ის პირველი ვიზიტით რუსეთში, პრეზიდენტ პუტინთან მოსალაპარაკებლად იმყოფება.

დასავლეთისგან გამოთქმული კრიტიკის შემდეგ, რაც პუტჩის მცდელობის შემდეგ, მის მიერ მოაზრებული მოწინააღმდეგეების მიმართ მასობრივი რეპრესიების გამო მოხდა, ერდოღანი განრისხებული იყო. რუსეთმა კი ამბოხებულები მაშინვე დაგმო.

პეტერბურგში, დღევანდელ პირისპირ შეხვედრაზე, სავარაუდოდ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას განიხილავენ.

XS
SM
MD
LG