ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის სპეცრაზმმა დემონსტრანტები დაშალა


კვირას მმართველ პარტიას სტამბოლში თავისი აქცია აქვს დაგეგმილი

თურქეთის სპეცრაზმი სტამბოლის გეზის პარკში შეიჭრა და ცრემლმდენი გაზის და წყლის ჭავლის გამოყენებით ასობით მომიტინგე განდევნა.

სპეცრაზმელმა, რომელთაც ზურგს ჯავშანტრანსპორტი უმაგრაბდა, ალყა შემოარტყეს ტაქსიმის სკვერს და შემდეგ თავად გეზის პარკში შეიჭრნენ, სადაც აქციის მონაწილლებს უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში კარვების ბანაკი ჰქონდათა დაცემული.

აქციის დაშლამდე რამდენიმე საათით ადრე, პრემიერ მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გააფრთხილა დემონსტრანტები, რომ უსაფრთხოების ძალები შეეცდებიან სკვერის გაწმენდას, რომელიც მათ მიერ თითქმის ორი კვირის მანძილზე იყო ოკუპირებული.

კვირას მმართველ პარტიას სტამბოლში თავისი აქცია აქვს დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG