ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანალიტიკოსები თურქული პროტესტის შესახებ


ექსპერტების აზრით, მმართველმა პარტიამ უნდა აღიაროს შექმნილი ვითარების რეალობა

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:02:36 0:00
ბმული


სტამბოლის პროტესტის ეპიცენტრი, თაქსიმის მოედანი პოლიციამ დემონსტრანტებისგან გაწმინდა. აქციის მონაწილეები ხელისუფლების მ ნაბიჯმა კიდევ უფრო გააღიზიანა. მათ დაიფიცეს რომ ბრძოლას არ შეწყვეტენ. როგორც ჩანს, მათ პროტესტს მთელ ქვეყანაში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი უერთდება. თურქეთის ისლამისტმა პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა დემონსტრანტებს „მიამიტები“ და „ემოციურები“ უწოდა.მან განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები „უცხო ელემენტებისგან“ იმართებიან.

საგარეო ურთიერთობების ევროპის საბჭოს თურქეთის საკითხების ექსპერტი დიმიტარ ბაჩევი ერდოღანის მოსაზრებას არ ეთანხმება.

„ეს კრიზისის სიმპტომია. ეს არის უდიდესი შემობრუნების წერტილი. რადგანაც ამომრჩევლის არსებითმა სეგმენტმა პრემიერ-მინისტრს ყვითელი ბარათი აჩვენა. მმართველ პარტიაში ეს ბევრი ადამიანისთვის კარგი გაკვეთილია. თუმცა, პრემიერ-მინისტრის გაბრაზებული რეაქცია და მტკიცე ხელის გამოჩენა მოვლენების პოზიტიურ განვითარებას შეაფერხებს,“ - აცხადებს დიმიტარ ბაჩევი.

ბევრი თურქი ქვეყანაში მიმდინარე პროცესს „მცოცავ ისლამიზაციად“ აფასებს. ბევრი ფიქრობს, რომ მმართველი პარტია ხელისუფლებაში ყოფნის 10 წლის მანძილზე სხვების აზრს საერთოდ არ ითვალისწინებს. ლონდონის ჰოლოვეის სამეფო უნივერსიტეტის თურქეთის საკითხების ანალიტიკოსი გიულ ბერნა ოზჯანი თურქეთში ხშირად ჩადის.

„ყოველთვის როცა თურქეთს ვსტუმრობ, ვხედავ რომ საზოგადოება უფრო მეტად არის დაყოფილი და მთავრობის მიმართ უფრო მეტი ბრაზი და აღშფოთება ჩანს. ბოლო ჩასვლაზე, ზოგიერთი იმასაც ამბობდა, რომ ეს ყველაფერი სამოქალაქო ომით დასრულდებოდა, საზოგადოება ძალიან პოლარიზებულია,“ - ამბობს ოზჯანი.

საყოველთაო პროტესტის ფონზე, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მთავრობამ ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს თავისი იმიჯის გამოსასწორებლად, მათ შორის თავის მომხრეებში. ოზჯანი ფიქრობს, რომ საპროტესტო აქციები ძალიან პოზიტიური მოვლენაა.

„გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ჯანსაღი განვითარებაა. ეს აჩვენებს, რომ ხალხს სურს უფლებები და ისინი მზად არიან ამ უფლებების დასაცავად, “ - ამბობს ოზჯანი.

ანალიტიკოსების აზრით, მმართველმა პარტიამ უნდა აღიაროს შექმნილი ვითარების რეალობა და უფრო ყოვლისმომცველი ნაბიჯები გადადგას, ვიდრე აქციების დასარბევად პოლიციის ძალების გაგზავნაა.
XS
SM
MD
LG