ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქი პიანისტი სასამართლოს წინაშე წარსდგება


მას რელიგიური შუღლის პროვოცირება და ისლამის შეურცყოფა ედება ბრალად.

თურქეთში, მსოფლიოში სახელგანთქმული თურქი პიანისტის, ფაზილ სეის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მას ბრალად ედება რელიგიური შუღლის გაღვივების პროვოცირება და ისლამის შეურცხყოფა. მუსიკოსმა თავისი მოსაზრებები სოციალური ქსელის - „თვითერის" საშუალებით გაავრცელა.

44 წლის ფაზილ სეი, სტამბოლის სასამართლოს წინაშე ხუთშაბათს წარსდგა. რამდენიმე ხუმრობა მუსლიმების მისამართით შესაძლოა მისთვის 18 თვიანი პატიმრობით დასრულდეს იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაამტკიცებს მის ბრალეულობას.

ფაზილ სეი ევროკავშირში კულტურის ელჩი იყო და ახლაც ნიუ იორკისა და ბერლინის სიმფონიურ ორკესტრებთან უკრავს.

მომხდარი ფაქტი თურქეთში აზრის გამოხატვის თავისუფლების კონტროლის გამკაცრებაზე მიუთითებს, რაც შეშფოთებას იწვევს როგორც დასვლეთში, ისე ადგილობრივ მოსახლეობაში.

XS
SM
MD
LG