ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი ქაბული აეროპორტის დაცვის წინადადებით გამოდის


თურქეთი გამოდის ინიციატივით, რომ ავღანეთიდან ამერიკული და ნატოს ძალების გასვლის შემდეგ ქაბულის აეროპორტს დაიცავს და ამუშავებს, მაგრამ შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ანკარა წინადადებას თან პირობებს ურთავს. ეს საკითხი განიხილება მომავალ კვირაში, როცა ორი ქვეყნის ლიდერები შეხვედრას გამართავენ. .

ახალი ამბების სააგენტო “როიტერის” ინფორმაციით, თურქი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ანკარამ ეს შეთავაზება გააჟღერა მაისში, ნატოს შეხვედრაზე, სადაც 20 წლიანი ომის შემდეგ, ამერიკის მიერ 11 სექტემბრისთვის ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა იქნა განხილული.

ამერიკა და თურქეთი მისიის შესაძლო მოთხოვნებზე მსჯელობენ. სააგენტო “როიტერი” წერს, რომ თურქმა ოფიციალურმა პირმა მათთან საუბარში აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ზოგიერთი საკითხის მოგვარებაზე თანახმაა.

აეროპორტის და საერთაშორისო ფრენების უსაფრთხოებაში თურქეთის როლმა, შესაძლოა გააუმჯობესოს ანკარას ურთიერთობა დასავლეთთან, რომელიც თურქეთის მიერ რუსული რაკეტების შეძენის და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის წყლებში ბურღვითი სამუშაოების უფლებაზე უთანხმოების გამო მწვავედ დაიძაბა.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა, ანონიმურობის დაცვის პირობით სააგენტო “როიტერთან” თქვეს, რომ თურქეთის წინადადებას მიესალმებიან, მაგრამ ანკარა ამ მისიისთვის ზედმეტად ბევრ ამერიკულ “ხელშეწყობას” ითხოვს. მათ ასევე გაიმეორეს, რომ სხვა უთანხმოებების გამო, თურქეთის სანდოობაზე გარკვეული კითხვები არსებობს. თუმცა მათ აღნიშნეს, რომ ვაშინგტონი გამოძებნის ანკარასთან საერთო ენას.

ქაბულის აეროპორტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ზოგიერთ ქვეყანას დაარწმუნებს, რომ ავღანეთში დიპლომატიური წარმომადგენლობა შეინარჩუნონ. გასულ თვეში, ავსტრალიამ უსაფრთხოების მიზეზით თავისი საელჩო დახურა.

თურქეთს ავღანეთში ნატოს მისიის ფარგლებში 500 სამხედრო თურქეთი ამბობს, რომ რომ აეროპორტის მისიისთვის, შესაძლოა დამატებითი ჯარის განლაგება გახდეს საჭირო.

სააგენტო “როიტერი” წერს, რომ ამ დროისთვის, ავღანეთის მთავრობისგან და თალიბანისგან კომენტარების მიღება ვერ მოხერხდა. ნათელი არ არის, თურქეთის გაფართოებული მისია თალიბანისთვის მისაღები თუ იქნება

XS
SM
MD
LG