ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ იორკელი ქალი სტამბოლში გარდაცვლილი იპოვეს


სარი სიერა სტამბულში მოგზაურობდა მარტო და გასულ თვის ბოლოს გაუჩინარდა

თურქეთის საინფორმაციო სააგენტოს განცხადებით, სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს გვამი, რომელიც მათი ვარაუდით ნიუ იორკელ ქალბატონს ეკუთვნის. ეს უკანასკნელი სტამბულში მოგზაურობდა მარტო და გასულ თვის ბოლოს გაუჩინარდა. პოლიციამ ამ საქმესთან დაკავშირებით 10-მდე ადამიანი დაკითხა.
სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოს "ანატოლიას" განცხადებით, გვამი აღმოაჩინეს ძველი ქალაქის ნანგრვრბში. გარდაცვლილს თავზე ნაიარევი ემჩნეოდა. სავარაუდოდ დაზარალებული მჭრელი იარაღით მოკლეს. 33 წლის სარი სიერა 21 იანვრიდან დაკარგულად ითვლებოდა.
XS
SM
MD
LG