ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთმა "ვიკიპედიაზე" წვდომის აკრძალვა გააუქმა


ოთხშაბათს, თურქულმა სასამართლომ „ვიკიპედიის“ თითქმის სამწლიანი აკრძალვა გააუქმა.

ჩინეთის გარდა, თურქეთი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც ინტერნეტ ენციკლოპედიაზე წვდომა სრულად დაბლოკა.

გასულ თვეში, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ აკრძალვა, რომელიც 2017 წლის აპრილიდან მოქმედებდა, გამოხატვის თავისუფლებას არღვევდა.

2017 წელს, თურქეთის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ აკრძალვა საჭირო იყო, რადგან „ვიკიპედიამ“ არ წაშალა ის შინაარსი, რომელიც მთავრობას ტერორისტული ჯგუფების ხელშეწყობაში ადანაშაულებდა.

უფლებადამცველი ჯგუფები მუდმივად აკრიტიკებდნენ თურქეთში სიტყვის თავისუფლების ხელყოფას, რაც პრეზიდენტ ერდოღანის მმართველობის დროს ხდებოდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2016 წლის წარუმატებელმა პუტჩმა, პრესაში და მის მიღმა მთავრობის კრიტიკოსთა მასობრივი შევიწროება გამოიწვია.

ოთხშაბათს, ანკარის მოსამართლემ გასცა ორდერი, რომ ტელეკომუნიკაციების საზედამხედველო ორგანომ აკრძალვა მოხსნას.

ინტერნეტ-მომხმარებლებმა თქვეს, რომ ოთხშაბათისთვის ვებგვერდი ჯერ კიდევ მიუწვდომელი იყო, თუმცა მოსალოდნელია, რომ ის ქვეყნის მასშტაბით თანდათან განიბლოკება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG