ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში სამხედრო მანქანა ააფეთქეს


თურქი ჯარისკაცები სირიის საზღვართან ახლოს პატრულირებენ

თურქეთის უსაფრთხოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქურთმა მეამბოხეებმა დღეს სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში სამხედრო მანქანა ააფეთქეს, ორი ჯარისკაცი და დაცვის ერთი თანამშრომელი მოკლეს.

აფეთქება სირნაკის პროვინციაში, ქალაქ არაკოიში მოხდა. თურქეთის უსაფრთხოების წარმამდგენლების ცნობით, სამხედრო მანქანა ქურთების მუშათა პარტიამ ააფეთქა.

ქურთების მუშათა პარტიასა და თურქეთის უსაფრთოების ძალებს შორის ურთიერთობა ბოლო თვეს განსაკუთრებით დაიძაბა. 20 ივლისიდან მოყოლებული მსგავსმა თავდასხმებმა თურქეთის უსაფრთხოების სამსახურის 18 თანამშრომელი იმსხვერპლა.

საპასუხოდ თურქეთმა საჰაერო კამპანია დაიწყო, რომლის სამიზნეც როგორც თურქეთში, ასევე ჩრდილოეთ ერაყის საზღვარზე მყოფი ქურთი მეამბოხეები არიან.

ქურთების მუშათა პარტია თურქეთს 1984 წლიდან ებრძვის, ხანგრძლივი კონფლიქტის შედეგად 40 000 ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG