ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეტაკება თურქეთის უშიშროების ძალებსა და ქურთ მეამბოხეებს შორის


ბრძოლა ერაყის საზღვრის მახლობლად ჰაკარის პროვინციაში გაიმართა, რომლის დროსაც თურქეთის არმიის სამი ჯარისკაცი დაიღუპა

თურქეთის ხელისუფლების განცხადების თანახმად, ამ ქვეყნის უშიშროების ძალებსა და ქურთ მეამბოხეებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა.
ბრძოლა ერაყის საზღვრის მახლობლად ჰაკარის პროვინციაში გაიმართა, რომლის დროსაც თურქეთის არმიის სამი ჯარისკაცი და ქურთისტანის მუშათა პარტიის სამი მებრძოლი დაიღუპა.
ბითლსისის პროვინციაში მდებარე ქურთულ სოფელში კი სამი გუშაგი მოკლეს, რომლებიც მთავრობას მეამბოხეებთან ბრძოლაში ეხმარებოდნენ.
1984 წელს ამბოხების დაწყების შემდეგ თურქეთის ქურთისტანში 40 000 ადამიანი, ძირითადად ქურთები დაიღუპნენ.
XS
SM
MD
LG