ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირბილში თურქი დიპლომატი მოკლეს


დღეს ერაყელი ქურთების დედაქალაქ ირბილში თურქი დიპლომატი მოკლეს. თვითმხილველების მონათხრობის მიხედვით, ადგილობრივ რესტორანში მოულოდნელად სროლა ატყდა.

თურქეთის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ მომხდარში დაღუპულია სულ ცოტა, ერთი თურქი დიპლომატი, რომელიც ირბილში მდებარე თურქეთის საკონსულოს თანამშრომელი იყო. ერაყის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ის გენერალური კონსულის მოადგილეა.

დაღუპულის ვინაობა ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია. შემთხვევის ადგილი ამ წუთებშიც ალყაშემორტყმულია და ადგილობრივი სამართალდამცავები ინციდენტს იძიებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG