ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანთან დაძაბულობის ფონზე, პომპეო ერაყში დაუგეგმავად ჩავიდა


ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ერაყში დაუგეგმავად ჩავიდა. ამ ფონზე, ირანთან არსებული დაძაბულობა კიდევ უფრო მწვავდება. დაზვერვის ცნობების თანახმად, თეირანმა საშუალო რადიუსის მქონე ბალისტიკური რაკეტები ნავებით საკუთარ ტერიტორიულ წყლებში გადაიტანა.

მთავრობის წარმომადგენლების ნათქვამზე დაყრდნობით, "ასოშეითედ პრესი" წერს, რომ ეს ვიზიტი კიდევ ერთი ნიშანი იყო იმისა, რომ ირანი შესაძლოა რეგიონში მდებარე ამერიკულ ბაზებზე აპირებდეს თავდასხმას. საინფორმაციო სააგენტოს ცნობებით, ჯერჯერობით დადასტურებული არ არის ნავებზე განთავსებული რაკეტები ახალია თუ ისინი უბრალოდ ახალ ლოკაციაზე გადაიტანეს.

მაიკ პომპეომ გუშინ გერმანიაში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა და დაუგეგმავად ბაღდადს ეწვია. ის იქ ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შეხვდა და განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ირანის საკითხი იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG