ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დარვინიზმის თეორიის სწავლების პრობლები თურქულ სკოლებში


დარვინიზმის თეორიის სწავლების პრობლები თურქულ სკოლებში
დარვინიზმის თეორიის სწავლების პრობლები თურქულ სკოლებში

თურქეთში გამომავალი ინტერნეტ გვერდები, რომლებიც ევოლუციის თეორის შესახებ მოზარდებს ინფორმაციას აწვდიდნენ, თურქეთის მარეგულირებელმა საბჭომ, სახიფათოდ სცნო და აკრძალა.

იამან აკდენიზი სტამბოლის ბილგის უნვერისტეტში ინტერნეტის თავისუფლების საკითხზე მომუშავე სპეციალისტია:

„ხელისუფლება მხოლოდ ერთი შეხედულების ჩამოყალიბებას ცდილობს, რომელიც ახალგაზრდობამ ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე უნდა შეითვისოს.“

მარეგულირებელი საბჭოს გადაწყვეტილებას მედიისა და მეცნიერების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა, რომლის შემდეგაც, სპეციალურად შექმნილი ვებ-გვერდების მეშვეობით, მარეგულირებელმა საბჭომ საკუთარ გადაწყვეტილება კანცელარიის მიერ დაშვებულ შეცდომად სცნო.

მიუხედავად ამისა, მასობრივი ინფორმაციის ბოლოდროინდელი კვლევის თანახმად, სკოლებში ევოლუციის თეორიის პროპაგანდისათვის შექმნილი ინტერნეტ-გვერდები კვლავ დაბლოკილია.

თუმცა დავის საგანს მარტო ინტერნეტი არ წარმოადგენს. სტამბოლის ბოსფორის უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგიის პროფესორმა ასლი ტოლონმა კვლევის შედეგად აღმოაჩინა თუ როგორ ისწავლებოდა ადამინის წარმოშობისა და განვითრების ისტორია სასკოლო სახელმძღვანელოებში:

„სახელმძღვანელო თავდაპირველად ცხოვრების განვითარებას აღწერს. ეს ნაწილი სავსებით მეცნიერულადაა ახსნილი, მაგრამ ამის შემდეგ, წარმოდგენილი ისტორია ადამიანის შექმნის შესახებ, მხოლოდ რელიგიური კუთხითაა ნაჩვენები.

მუსტაფა აკიოლი, რომელიც პრესაში, რელიგიურ საკითხებს აშუქებს, ადასტურებს რომ განათლების სფეროში, ალტერნატიულ თეორიას, ადამიანის შექმნის თაობაზე გარკვეული ადგილი უჭირავს:

„მეცნიერული თეორია ადამიანის ბუნებისაგან წარმოშობის შესახებ ერთი მხარეა; მისი საპირისპიროა, ღმერთის მიერ ადამიანის შექმნის ფაქტი, რაც ასევე საგულისხმო და გასათვალისწინებელია. ამიტომ, ობიექტურობის დასაცავად, საჭიროა სახელმძღვანელოებში, დარვინიზმის ევოლიციის თეორიის პროპაგანდასთან ერთად მისი კრიტიკაც იყოს.“

თურქი პედაგოგები გაუთავებელი კამათის ქვეშ იმყოფებიან. მასწავლებელთა პროფესიული კავშირის განცხადებით სკოლაში მომუშავე მეცნიერების მასწავლებლები, ზეწოლას არა-მარტო განათლების სამინისტროსაგან განიცდიან, არამედ ადგილობრივი ხელისფლებისა და რელიგიის ღრმად მიმდევარი მოსწავლეების მშობლებისგანაც.

აღნიშნულ ბრალდებას მთავრობა უსაფუძვლოდ მიიჩნევს. თუმცა, ერთმა მასწავლებელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა მაინც აღიარა:

„ჩემს სკოლაში ხუთიდან სამი მცნიერების მასწავლებელი მხოლოდ რელიგიური თვალსაზრისით ასწავლიან ადამიანის წარმოშობას. სწორედ ამიტომ, მე, რელიიგიის მიმდევარი ჩემი კოლეგებისაგან და მშობლებისაგან ყოველდღიური წნეხის ქვეშ ვიმყოფები, რადგან ევოლუციის თეორიას ვასწავლი. “

ყოველივე ეს კი იმაზე მიუთითებს რომ თურქულ სკოლებში, ევოლუციის თეორიის სწავლებასა და მის პროპაგანდას, არც თუ ბევრი მიმდევარი ჰყავს.

XS
SM
MD
LG